როგორ ვიმუშაოთ სავარჯიშოებით
მონახაზი — ტექსტი სპეციალისტს ჯერ არ დაუმტკიცებია.
სავარჯიშოები შენთვისაა: ჩანაწერებს მხოლოდ შენ ხედავ. სპეციალისტსაც ვერ უჩანს, სანამ თავად არ გაუზიარებ.
აზრების ჩანაწერი — როცა უსიამოვნო ემოციას გრძნობ:
- ჩაწერე სიტუაცია — რა მოხდა, სად, როდის;
- ემოცია და მისი სიძლიერე;
- აზრი, რომელიც იმ წუთს მოგივიდა, და რამდენად გჯერა მისი.
ეს სამი სვეტი უკვე სასარგებლოა — დროთა განმავლობაში ჩანს, რა სიტუაციები და რა აზრები მეორდება. როცა მზად იქნები, დაამატე D და E: შეამოწმე აზრი და ჩაწერე ახალი დასკვნა. ბოლოს ისევ შეაფასე ემოცია და დარწმუნებულობა — დაინახავ, რა შეიცვალა.
წრიული დიაგრამა — როცა ერთ ახსნაზე ხარ „გაჭედილი“ (მაგ. „ჩემი ბრალია“):
- ჩაწერე მოვლენა და შენი პირველი ახსნა;
- ჩამოწერე ყველა სხვა შესაძლო ახსნა, თუნდაც უაზროდ მოგეჩვენოს;
- თითოეულს მიანიჭე პროცენტი — რამდენად ხსნის ის მოვლენას;
- რაც დარჩება, შენს პირველ ახსნას ეკუთვნის. დიაგრამა მაშინვე აჩვენებს, რა ნაწილი დარჩა მას.
თუ ჩანაწერის დროს მიხვდები, რომ ძალიან ცუდად ხარ, სავარჯიშოს გადადება შეიძლება. საფრთხის შემთხვევაში დარეკე 112-ზე.