კოგნიტური ცდომილებები
მონახაზი — ტექსტი სპეციალისტს ჯერ არ დაუმტკიცებია.
კოგნიტური ცდომილება აზროვნების ჩვეული ხაფანგია: აზრი, რომელიც ბუნებრივად გვეჩვენება, მაგრამ რეალობას დამახინჯებულად აჩვენებს. ცდომილებები ყველას აქვს — ეს ხასიათის ნაკლი არ არის.
ცდომილების სახელის ცოდნა გეხმარება, რომ აზრი შეამჩნიო და ABCDE-ს D ნაბიჯზე შეამოწმო. ერთ აზრში ხშირად რამდენიმე ცდომილებაა ერთად.
ქვემოთ ჩამოთვლილია 11 ცდომილება, თითოეული მაგალითით. შემდეგ შეგიძლია ვარჯიში გაიარო: წაიკითხავ აზრს და გამოიცნობ, რომელ ცდომილებას ეკუთვნის.
ფილტვრა
Filteringმაგალითი აზრი: „ყველა ჩემ წინააღმდეგაა განწყობილი“
დასკვნის გამოტანის დროს, მხოლოდ გარემოების უარყოფით დეტალებს ეყრდნობით და დადებით დეტალებს არ ითვალისწინებთ. შედეგად, მთლიან გარემოებას ვერ ხედავთ ან არჩევთ, გარემოების დადებითი დეტალები უგულებელყოთ.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანს შეიძლება შემდეგი აზრი დაებადოს „ყველა ჩემ წინააღმდეგაა განწყობილი,“ მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები და ოჯახის წევრები მას ხშირად სთავაზობენ მხარდაჭერას.
დასკვნის სწრაფად გამოტანა
Jumping to Conclusionsმაგალითი აზრი: „სახლის მეპატრონე ბინიდან გამაგდებს“
თქვენ დასკვნა გამოგაქვთ იმის მიუხედავად, რომ ამ დასკვნის სისწორის მხარდამჭერი ფაქტები არ არსებობს ან, საერთოდაც, არსებობს ფაქტები, რომლებიც ამ დასკვნის სისწორეს უარყოფს.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანს შემდეგი აზრი დაებადოს: „სახლის მეპატრონე ბინიდან გამაგდებს,“ მიუხედავად იმისა, რომ ის დროულად იხდის ბინის ქირას და მეპატრონესაც არაფერი უთქვამს ისეთი, რაც ამ დასკვნის ჭეშმარიტებას დაამტკიცებდა.
განზოგადება
Overgeneralizationმაგალითი აზრი: „ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დღეს არ დამირეკა. სავარაუდოდ, ვაწყენინე. ახლა ოჯახის ყველა წევრს ვაწყენინებ და ყველას შევძულდები“
თქვენ ფოკუსირდებით რამდენიმე გარემოების უარყოფით შედეგზე და ამ შედეგების მიხედვით ფართო და განზოგადებულ წესებს ან დასკვნებს ქმნით თქვენი ცხოვრებისეული გარემოებების უმრავლესობისთვის. ადამიანები, რომლებიც განზოგადების შეცდომას უშვებენ, ხშირად იყენებენ ისეთ ფართო, ყოვლისმომცველ სიტყვებს, როგორებიცაა „თითოეული,“ „ყველა,“ „ყოველთვის,“ არცერთი,“ „არასდროს,“ „ყველა,“ „არავინ.“
მაგალითი სრულად
მაგალითად, ქალი, შესაძლოა ფიქრობდეს „ჩემმა უახლოესმა მეგობარმა დღეს არ დამირეკა. სავარაუდოდ, ვაწყენინე. ახლა ოჯახის ყველა წევრს ვაწყენინებ და ყველას შევძულდები,“ მიუხედავად იმისა, რომ მის მეგობარს მასთან დარეკვა დაავიწყდა.
გაზვიადება და დაკნინება
Magnifying and Minimizingმაგალითი აზრი: „ჩემი თანამშრომლები სულელები არიან და არასდროს არაფერს სწორად არ აკეთებენ“
როდესაც თქვენს თავზე, სხვებზე ან კონკრეტულ გარემოებაზე საუბრობთ, აზვიადებთ უარყოფითი თვისებების მნიშვნელობას და აკნინებთ დადებითი თვისებების მნიშვნელობას.
მაგალითი სრულად
მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს ებადებოდეს აზრი: „ჩემი თანამშრომლები სულელები არიან და არასდროს არაფერს სწორად არ აკეთებენ,“ მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამშრომლები კომპეტენტური და წარმატებული მუშაკები არიან.
გაპიროვნება
Personalizingმაგალითი აზრი: „ჩემ წინ მსხდომი ადამიანები იცინიან. სავარაუდოდ, რაღაც მიუღებელი ჩავიდინე“
ეს არის ყველა გარემოების საკუთარ თავთან დაკავშირების ტენდენცია. განსაკუთრებით, უარყოფით გარემოებებში საკუთარი თავის დადანაშაულება, რომელთა განვითარებაშიც წვლილი საერთოდ არ მიგიძღვით.
მაგალითი სრულად
მაგალითად, მამაკაცი, შესაძლოა ფიქრობდეს: „ჩემ წინ მსხდომი ადამიანები იცინიან. სავარაუდოდ, რაღაც მიუღებელი ჩავიდინე,“ მიუხედავად იმისა, რომ მის წინ მსხდომი ადამიანები მას ყურადღებას არ აქცევენ.
შავ - თეთრი აზროვნება
Black - and - White Thinkingმაგალითი აზრი: „მე საუკეთესო მეგობრები მყავს და ისინი ყოველთვის სწორად იქცევიან“
თქვენ ადამიანებისა და გარემოებების შეფასებისათვის მხოლოდ ორ კატეგორიას იყენებთ. ისინი ან მხოლოდ კარგი, ან მხოლოდ ცუდი შეიძლება იყვნენ, მხოლოდ სრულყოფილი ან მხოლოდ არასრულფასოვანი, მხოლოდ სრულიად წარმატებული ან მხოლოდ სრულიად წარუმატებელი. თქვენ უარყოფთ მეტად დაბალანსებული აღქმის და სხვა შეფასებების აუცილებლობას.
მაგალითი სრულად
მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი ფიქრობდეს: „მე საუკეთესო მეგობრები მყავს და ისინი ყოველთვის სწორად იქცევიან“ ან „საშინელი მეგობრები მყავს, ყოველთვის ცუდად მექცევიან,“ მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი არავინაა და თითოეული ჩვენგანი უშვებს შეცდომებს.
კატასტროფის მოლოდინი
Catastrophizingმაგალითი აზრი: „ვერასდროს ვერაფერს ვერ ვაკეთებ სწორად და ამის გამო მარტოობაში გარდავიცვლები, უსახლკარო, უიმედო და მიტოვებული“
თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი უიმედო და უბედურებით სავსე იქნება და სხვა შესაძლებლობებს არ ითვალისწინებთ.
მაგალითი სრულად
მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი ფიქრობდეს: „ვერასდროს ვერაფერს ვერ ვაკეთებ სწორად და ამის გამო მარტოობაში გარდავიცვლები, უსახლკარო, უიმედო და მიტოვებული,“ მიუხედავად იმისა, რომ ის ნაწილობრივ წარმატებულია და რამდენიმე მხარდამჭერი მეგობარიც ჰყავს.
გონების კითხვა
Mind Readingმაგალითი აზრი: „დღეს ჩემი ხელმძღვანელი ბედნიერად არ გამოიყურება. სანაძლეოს დავდებ, ჩემს დაშვებულ შეცდომაზე ფიქრობს“
თქვენ ასკვნით, რომ იცით, სხვა ადამიანები რას ფიქრობენ და რას გრძნობენ, სხვა შესაძლებლობების განხილვის გარეშე.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანი, შესაძლოა ფიქრობდეს: „დღეს ჩემი ხელმძღვანელი ბედნიერად არ გამოიყურება. სანაძლეოს დავდებ, ჩემს დაშვებულ შეცდომაზე ფიქრობს,“ მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელი შეიძლება ფიქრობდეს ისეთ გარემოებაზე, რომელიც ამ ადამიანს საერთოდ არ უკავშირდება.
წესების შექმნა
Rule Making (“Shoulds” and “Musts”)მაგალითი აზრი: „ბევრი უნდა ვიშრომო იმიტომ, რომ შეცდომა არასდროს არ უნდა დავუშვა. თუ შეცდომა დავუშვი, წარუმატებელი ადამიანი ვიქნები“
თქვენ გაქვთ მყარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, როგორ „უნდა“ ვითარდებოდეს მოვლენები ან როგორ „უნდა“ იქცეოდნენ ადამიანები.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანი, შესაძლოა ფიქრობდეს: „ბევრი უნდა ვიშრომო იმიტომ, რომ შეცდომა არასდროს არ უნდა დავუშვა. თუ შეცდომა დავუშვი, წარუმატებელი ადამიანი ვიქნები,“ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და არავინაა სრულყოფილი.
ემოცია, როგორც ფაქტი
Emotional Thinkingმაგალითი აზრი: „თავს მარტოსულად ვგრძნობ, რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ცუდი პიროვნება ვარ“
თქვენ გწამთ, რომ თქვენი ემოციები და გრძნობები მსჯელობაა თქვენ შესახებ ან იმ გარემოების შესახებ, რომელშიც იმყოფებით.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანი,შესაძლოა ფიქრობდეს: „თავს მარტოსულად ვგრძნობ, რაც იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ცუდი პიროვნება ვარ,“ მიუხედავად იმისა, რომ ის თავს ყოველთვის მარტოსულად არ გრძნობს და რამდენიმე მეგობარიც ჰყავს.
იარლიყის მიკუთვნება
Labelingმაგალითი აზრი: „იდიოტი ვარ“
თქვენს თავზე და სხვა ადამიანებზე უარყოფითად მსჯელობთ, ყველა ფაქტის განხილვის გარეშე.
მაგალითი სრულად
მაგალითად, ადამიანი, შესაძლოა ფიქრობდეს: „იდიოტი ვარ,“ ან „ჩემი სამსახური უინტერესოა,“ მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკიცებები სრულად არ აღწერს გარემოებას.
წყარო: სპეციალისტის მიერ მოწოდებული მასალა.