როგორ
წაიკითხე აზრი და აირჩიე, რომელი ცდომილება ჩანს მასში. პასუხის შემდეგ ახსნას ნახავ.
ეს ტესტი არ არის: არაფერი ინახება და არავინ ხედავს. ერთ აზრში ხშირად რამდენიმე ცდომილებაა — აქ ვეძებთ იმ ერთს, რომელსაც მაგალითი სპეციალისტის მასალაში ეკუთვნის.
მინიშნება — ცდომილებები მოკლედ
- ფილტვრა
- დასკვნის გამოტანის დროს, მხოლოდ გარემოების უარყოფით დეტალებს ეყრდნობით და დადებით დეტალებს არ ითვალისწინებთ. შედეგად, მთლიან გარემოებას …
- დასკვნის სწრაფად გამოტანა
- თქვენ დასკვნა გამოგაქვთ იმის მიუხედავად, რომ ამ დასკვნის სისწორის მხარდამჭერი ფაქტები არ არსებობს ან, საერთოდაც, არსებობს …
- განზოგადება
- თქვენ ფოკუსირდებით რამდენიმე გარემოების უარყოფით შედეგზე და ამ შედეგების მიხედვით ფართო და განზოგადებულ წესებს ან დასკვნებს …
- გაზვიადება და დაკნინება
- როდესაც თქვენს თავზე, სხვებზე ან კონკრეტულ გარემოებაზე საუბრობთ, აზვიადებთ უარყოფითი თვისებების მნიშვნელობას და აკნინებთ დადებითი თვისებების …
- გაპიროვნება
- ეს არის ყველა გარემოების საკუთარ თავთან დაკავშირების ტენდენცია. განსაკუთრებით, უარყოფით გარემოებებში საკუთარი თავის დადანაშაულება, რომელთა განვითარებაშიც …
- შავ - თეთრი აზროვნება
- თქვენ ადამიანებისა და გარემოებების შეფასებისათვის მხოლოდ ორ კატეგორიას იყენებთ. ისინი ან მხოლოდ კარგი, ან მხოლოდ ცუდი …
- კატასტროფის მოლოდინი
- თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი უიმედო და უბედურებით სავსე იქნება და სხვა შესაძლებლობებს არ ითვალისწინებთ.
- გონების კითხვა
- თქვენ ასკვნით, რომ იცით, სხვა ადამიანები რას ფიქრობენ და რას გრძნობენ, სხვა შესაძლებლობების განხილვის გარეშე.
- წესების შექმნა
- თქვენ გაქვთ მყარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, როგორ „უნდა“ ვითარდებოდეს მოვლენები ან როგორ „უნდა“ იქცეოდნენ ადამიანები.
- ემოცია, როგორც ფაქტი
- თქვენ გწამთ, რომ თქვენი ემოციები და გრძნობები მსჯელობაა თქვენ შესახებ ან იმ გარემოების შესახებ, რომელშიც იმყოფებით.
- იარლიყის მიკუთვნება
- თქვენს თავზე და სხვა ადამიანებზე უარყოფითად მსჯელობთ, ყველა ფაქტის განხილვის გარეშე.